თამაშგარე

10:18 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარლა ჯეიდმა მუშტიც გაიქნია

ევროპის მთელს რიგ ქვეყნებში და მათ შორის დიდ ბრიტანეთში კარგა ხანია დაწყებულია მოძრაობა კრივის დროს რაუნდებს შორის ლამაზმანთა გამოსვლის წინააღმდეგ და მიჩნეულია, რომ სექსუალურად ჩაცმული ლამაზ-ლამაზი ასულების რინგზე გამოგოგმანება სექსიზმი და ქალთა შეურაცხყოფაა.

იქამდე, სანამ ამ მოძრაობას გაუმარჯვია და ევროპაში საკრივო რინგზე ასულთა გამოსვლა აკრძალულა, მოვასწრებთ და გაგაცნობთ ბრიტანელ მოდელს კარლა ჯეიდს, რომელიც კონკრეტულად მოდელობის გარდა ჩვენს მიერ ხსენებული საქმიანობითაცაა დაკავებული და კაცმა (ან ქალმა) რომ თქვას მას დაჩაგრულის არაფერი სცხია.

კარლა ჯეიდი ამდენი კრივის ცქერამ თავადაც გადარია სპორტის ამ ბრაგა-ბრუგა სახეობაზე და ორჯერ მასაც მიუღია მონაწილეობა მოყვარულ ქალთა შორის საკრივო შეჯიბრებაზე. მართალია იქ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მოდელი ქალი მუშტს რომ გაიქნევს - ეს უკვე წარმატებაა და მეტიც - გამარჯვებაა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136775