ჩოგბურთი

21:40 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მუხლის ოპერაციას გაიკეთებს

მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და კორტზე ივნისში დაუბრუნდება. როგორც შვეიცარიელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით განაცხადა, მუხლი აწუხებდა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ქირურგიული ჩარევა გადაწყვიტა.

"მარჯვენა მუხლი მაწუხებდა და იმედი მქონდა გამივლიდა, თუმცა გამოკვლევების და გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ოპერაცია გამეკეთებინა შვეიცარიაში. პროცედურების შემდეგ ექიმმა დამიდასტურა რომ სწორად ვიქცეოდი და დარწმუნებული ვარ ბოლომდე გამოჯანმრთელებაში. ამ შედეგად, საუბედუროდ დუბაიში, ბოგოტაში, ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსებს და საფრანგეთის ღია ჩემპიონატს გამოვტოვებ. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას და გნახავთ ბალახის საფარზე." - დაწერა ტვიტერის გვერდზე ფედერერმა.

38 წლის ფედერერი, რომელის გასულ თვეში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა მუხლის მსგავს ოპერაციას 2016 წლის შემდეგ მეორედ გაიკეთებს. ოთხი წლის წინ აღნიშნული ტრავმის გამო შვეიცარიელმა სეზონში მხოლოდ შვიდ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110282