ფეხბურთი

20:50 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "რონალდუს შეჩერება თუ გვინდა, საზღვარზე არ უნდა შემოვუშვათ"

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მესაზღვრეებს ურჩევს, რომ პორტუგალიელი ქალაქში არ შეუშვან. ფრანგმა სპეციალისტმა Corriere Dello Sport-თან საუბარში ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებენ რონალდუს შეჩერებას, ხუმრობით უპასუხა.

„რონალდუს შეჩერება თუ გვინდა საზღვარზე არ უნდა შემოვუშვათ. შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ გვსიამოვნებს მისი აქ ყოფნა და ლიონში თამაში. ხუმრობის გარეშე, ეს ჩვენთვის გამოწვევაა, ეს უნდა იყოს მოტივაცია, მათ შორის ჩემთვისაც.

სიმართლე ითქვას, წილისყრა გაცილებით ცუდი შეიძლებოდა „იუვენტუსისთვის“ ყოფილიყო, „ლიონისთვის“ კი ეს დუელი შესანიშნავი შანსია“, - თქვა რუდი გარსიამ.

შეგახსენებთ, „ლიონი“ – „იუვენტუსს“ 26 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ტურინში 17 მარტს გაიმართება.

0.149698