ფეხბურთი

18:45 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი მბაპეს: "ოქროს ბურთის" მოგება თუ გინდა, ჰოლანდის თამაშებს უყურე"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კრისტოფ დიუგარი თანამემამულე კილიან მბაპეს ურჩევს, ერლინგ ჰოლანდის მატჩების ვიდეოებს უყუროს.

როგორც დიუგარმა განაცხადა, მბაპეს თუ „ოქროს ბურთის“ მოგება უნდა, მაშინ მაგალითი ჰოლანდისგან უნდა აიღოს.

„კილიან, შენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ ის, რაც შენ გაკლია, ისაა, რაც ჰოლანდმა საათნახევარში გააკეთა. მბაპეს შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება, რადგან შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ თუ ყველაფრის მოგება სურს, მაშინ ვიდეოებს უნდა უყუროს და ნახოს ყველაფერი, რასაც ჰოლანდი აკეთებს“, - თქვა დიუგარმა RMC Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდი“ პსჟ-ს მატჩში მბაპემ საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და გერმანელებს მოაგებინა. საპასუხო შეხვედრა კი 11 მარტს პარიზში გაიმართება.

0.112834