სხვა

15:00 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფოთმა ბოლო წუთზე მოიგო

ხელბურთელ ქალთა უმაღლეს ლიგაში ფოთის ოქროს ვერძმა 16-15 მოუგო აჭარას, სამტრედიამ 33-11 დაამარცხა წყალტუბო.

მთავარი მატჩი ფოთი-აჭარა იყო. პირველი წრის შეხვდრა ფრედ, 13-13 მორჩა. ასევე დასრულდა დღევანდელი თამაშის პირველი ნახევარი. მეორეში აჭარა ორი ბურთით დაწინაურდა (9-7), მაგრამ ქამაშიძის გაძევების დროს ფოთელებმა ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი და წინ გავიდნენ 10-9. ამის შემდეგ, საფინალო სირენამდე სხვაობა ერთ ბურთზე მეტი აღარ ყოფილა. ფოთელმა კობახიამ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ აჭარელმა კოჩალიძემ ორჯერ დააწინაურა თავისი გუნდი: 15-14, რჩებოდა 2 წუთი.

ბოლო წუთზე ფოთელმა ლანა გოგიამ გამოიმუშავა შვიდმეტრიანი და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა. ბჟალავამ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა, აჭარელებმა კი ბოლო ორ შეტევაში ორჯერ დაკარგეს ბურთი - პირველი დაკარგვისას პასი კობახიამ ჩაჭრა, ერთი-ერთზე გაიქცა და გამარჯვების გოლი გაიტანა: ქვეყნის ჩემპიონმა 16-15 მოიგო და 11 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა.

10 ქულა აქვს სამტრედიას, აჭარას 7 დარჩა, მაგრამ ხვალ აუტსაიდერ წყალტუბოსთან მატჩი აქვს, ფოთი და სამტრედია კი ერთმანეთში თამაშობენ, ასე რომ, ფინალური ოთხეულისთვის აჭარაც ბრძოლაშია და თბილისის ორი გუნდიც - პეგასი და მამული (6-6 ქულა).

ხვალ სენაკში დანიშნული 2 მატჩის შემდეგ ყველა გუნდს 10-10 მატჩი ექნება გამართული და 4-4 დარჩენილი. რეგულარული სეზონი კი დასრულდება 4 შეწყვილებული ტურით, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. მე-11-14 ტურის მატჩები გაიმართება 5-6 და 26-27 მარტს, 2-3 და 26-27 აპრილს. 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 20 თებერვალი, სენაკი

ფოთი - აჭარა 16-15

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია - კობახია 5, გოგია 5, ბჟალავა 4, რურუა 1, დარჩია 1, კუპრიევა, ბაირამიდი

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე - კომახიძე 4, დვალიშვილი 4, კოჩალიძე 3, ქამაშიძე 2, ცივნარიძე 1, მჟავანაძე 1, სურმავა

სამტრედია - წყალტუბო 33-11

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე - ბურკაძე 9, ესაკია 7, ცირეკიძე 6, ჩხაიძე 6, ჩოგოვაძე 3, ჩალიშკანი 2, კაპატაძე

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი - ხეცურიანი 6, კეკუტია 3, ბენდელიანი 1, კიკნაძე 1, კოხრეიძე, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

მსაჯები: შ. სტურუა - თ. ბჟალავა

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ყვარელი------10---9---0---1---357-242--18

ქარიშხალა----10---9---0---1---299-258--18

ფოთი-----------9---5---1---3---184-149--11

სამტრედია-----9---5---0---4---187-164--10

აჭარა------------9---3---1---5---193-182---7

პეგასი---------10---3---0---7---252-273---6

მამული-------10---3---0---7---219-267---6

წყალტუბო-----9---0---0---9---129-285---0

21 თებერვალი, სენაკი

12:00 სამტრედია - ფოთი

13:30 წყალტუბო - აჭარა

0.116995