ჭადრაკი

13:50 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლომაიამ შვიდივე პარტიაში გაიმარჯვა

დიანა ლომაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა შვიდი შესაძლებლობიდან შვიდივეში გაიმარჯვა! 7-დან 6 ქულა დააგროვა ელენე წოწონავამ, რომელმაც მარტო ლომაიასთან დაკარგა ქულა.აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა.

ჭაბუკთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ჯაბა ადამიამ! მის აქტივში 7-დან 6 ქულაა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

ჭაბუკები:

I ადგილი - ჯაბა ადამია (ბაღდათი; რამაზ ენდელაძე) – 6 ქულა;

II ადგილი - ზურაბ გონგლიაშვილი (თბილისი; დავით გურგენიძე) – 5,5 ქულა;

III ადგილი - დავით ცქიფურიშვილი (ტყიბული;იუაზა დოლიძე) – 5 ქულა;

გოგონები:

I ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) - 7 ქულა!

II ადგილი - ელენე წოწონავა (ფოთი; გოჩა ჩაჩუა) - 6 ქულა;

III ადგილი - მარიამ სიჭინავა (თბილისი; ლაშა ჯანჯღავა) – 4 ქულა;

gcf.org.ge

0.11174