ფეხბურთი

12:51 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „ატლეტიკოს“ „ლივერპულთან“ გამარჯვება არ გამკვირვებია“

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, საკუთარი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ მირერ „ლივერპულის“ დამარცხების შესახებ (1:0).

„გულწრფელად გეტყვით, „ატლეტიკოს“ „ლივერპულთან“ მოგება არ გამკვირვებია. წილისყრის დღეს გუნდში ვსაუბრობდით და ჩავთვალეთ, რომ ამ წყვილში შანსები თანაბარია. „ატლეტიკო“ ხშირად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და ძალიან ძლიერია ორმატჩიან დაპირისპირებებში, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ვფიქრობ, სიმეონე შესანიშნავად მუშაობს. წლიდან წლამდე გუნდი იცვლება, ფეხბურთელები მიდი-მოდიან, მაგრამ მწვრთნელის იდეა რჩება, მოთამაშეები დარწმუნებულნი არიან იმაში, რასაც აკეთებენ.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104553