ფეხბურთი

11:46 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „მბაპე ფეხბურთის დღევანდელობა და მომავალია“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ. ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა პსჟ-ის ჭაბუკი შემტევის, კილიან მბაპეს შესახებ.

„მბაპე ფეხბურთის დღევანდელობა და მომავალია. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. სწრაფი, ტექნიკური, ჭკვიანი.“ - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს ესპანური AS.

მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს, სადაც „მონაკოდან“ გადავიდა. საკლუბო დონეზე 21 წლის თავდამსხმელმა ექვსი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, სამჯერ საფრანგეთის ჩემპიონობა. 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო.

მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრში, პსჟ-ის მაისურით, მბაპემ 29 მატჩში 24 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

0.112908