ფეხბურთი

3:46 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "შესანიშნავი შედეგია, მაგრამ გოლი არ უნდა გაგვეშვა"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ვალენსიასთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა აღნიშნა, რომ მსგავს შედეგზე წინასწარ თანახმა იქნებოდნენ, მაგრამ გაშვებული გოლის გამო სინანული გამოხატა.

„ასეთ შედეგს ხელს მოვაწერდით, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე დასანანია გოლი, რომელიც 4:0-ზე გავუშვით. ვალენსიაში ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ. 4:1 დიდებული შედეგია, თუმცა თუ მეოთხედფინალში თამაში გვინდა, ტექნიკურად უფრო ზუსტნი უნდა ვიყოთ და საპასუხო მატჩშიც დავიმსახუროთ დადებითი შედეგი.

სამგოლიანი უპირატესობა მშვენიერია, მაგრამ გოლის გატანაზე სტუმრადაც უნდა ვიფიქროთ. ცივსისხლიანად ვიმოქმედოთ და დაცვაში ყურადღება არ მოვადუნოთ. მინდა ვალენსიაში ჩავიდეთ, როგორც პროაქტიული გუნდი“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო თამაში „ვალენსიასა“ და „ატალანტას“ შორის „მესტალიაზე“ 10 მარტს გაიმართება.

0.117063