ფეხბურთი

21:16 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" თურქული შეკრება უკრაინულ გუნდთან ფრით დაასრულა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „დესნას“ გაეჯიბრა და დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

აჭარლები 32-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გახსნა, რომელმაც მეკარეს თავზე მოხდენილად გადაუგდო ბურთი თავზე და „დინამო“ დაწინაურდა. მეორე ნახევარში უკრაინელებმა მეორე ტაიმის შუაწლეს ფილიპოვის გოლით გაათანაბრეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„დინამო ბათუმმა“ ამით თურქული შეკრება დაასრულა და ხვალიდან ახალი სეზონისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს.

„დინამო ბათუმი“ – „დესნა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დვალიშვილი (32), 1:1 ფილიპოვი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124487