კალათბურთი

13:41 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი დიდი ათის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „პენ სტეიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 6 ქულიანი უპირატესობით 62:56 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ბეჟანიშვილმა მხოლოდ 2 ქულა მიითვალა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეხვედრის გმირი „ილინოისელთა“ ლიდერი აიო დოსუნმუ გახდა, რომელიც მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და პირველივე თამაშში 24 ქულა მიითვალა.

15 ტურის შემდგომ ილინოისელებს 9 მოგების საპირისპიროდ და 6 მარცხი აქვთ და ბიგ თენის კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნებრასკასთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129332