ფეხბურთი

11:28 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო"

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური სერიის პირველ მატჩში "ატლეტიკომ" შინ "ლივერპული" 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

"ზუსტად ასეთ რთულ შეხვედრას ველოდით. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. სწრაფი გოლი გავიტანეთ და მას შემდეგ ის თამაში ვითამაშეთ, რაც ანგარიშის შენარჩუნებაში დაგვეხმარებოდა. თუმცა 1:0-ზე გატანა კიდევ შეგვეძლო, მაგრამ სიზუსტემ გვიმტყუნა. მთელი გუნდი ერთად მუშაობდა, თავდამსხმელებიც კი დაცვით ფუნქციებს უმაღლეს დონეზე ასრულებდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. "ლივერპულმა" გოლის შემდეგ ბურთზე კონტროლი დაამყარა, რაც მოსალოდნელი იყო, მათ საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ჩვენმა გეგმამ იმუშავა და მოგება ჩვენ დაგვრჩა"- განაცხადა სიმეონემ.

განმეორებითი შეხვედრა "ენფილდზე" 12 მარტს გაიმართება.

0.123495