ფეხბურთი

22:07 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თურქი ფეხბურთელის 4 წუთში გაცუდებული 2 პენალტი და გაცხარებული მწვრთნელი (+VIDEO)

თურქული „გაზიანთეფსფორის“ ფეხბურთელმა მუჰამედ დემირმა 4-წუთიან ინტერვალში ორი პენალტი ვერ გაიტანა. თურქმა „რიზესფორთან“ შეხვედრაში 57-ე წუთზე ხარიხას გაარტყა, ხოლო ოთხი წუთის მერე კარს ააცილა.

აღსანიშნავია, რომ მეორე პენალტის წინ „გაზიათეფის“ მწვრთნელი მარიუს სუმუდიცა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ბურთთან დემირი მისულიყო, მაგრამ შეგირდმა არ დაუჯერა.

შედეგად, რუმინელი სპეციალისტი საშინლად გაბრაზდა, ჯერ გასახდელში შესვლა დააპირა, შემდეგ გადაიფიქრა და კუთვნი ადგილს დაუბრუნდა, ხოლო ურჩი შეგირდი 5 წუთში შეცვლა. გაცუდებული პენალტები საბოლოო ჯამში „გაზიათეფსფორს“ ძვირად არ დაჯდომია, რადგან 2:0 მოიგო.

0.117465