სხვა

19:33 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის მეთერთმეტე მოგება

საქართველოს ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ლიდერებმა. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 39-28 მოუგო პეგასს, ხოლო ქუთაისმა 63-42 დაამარცხა გორი. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს განახლდება.

ბათუმელები პირველი ტაიმის შემდეგ 18-13 ლიდერობდნენ, მაგრაამ შესვენების შემდეგ, პეგასის მეკარის, ირაკლი დიხამინჯიას კარგი თამაშის წყალობით მისი გუნდი მეტოქეს წამოეწია: 18-19, 36-2 წუთი. დასრულებამდე 13 წუთით ადრე ანგარიში ჯერ კიდევ საბრძოლო იყო (23-27), თუმცა, საბოლოოდ ქვეყნის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და წლევანდელი ტურნირის ლიდერმა მეთერთმეტე მოგება ორნიშნა უპირატესობით დააფიქსირა: 39-28.

ქუთაისისა და გორის შეხვედრაში კი სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა: 63-42. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი 62-42 მორჩა.

ჩემპიონატი 25 და 26 თებერვალს გაგრძელდება ზესტაფონის სპორტის სასახლეში. იქ წყალტუბოს პრომეთე და სამტრედია წყვილად უმასპინძლებენ სტუ-იმედსა და სპორტის უნივერსიტეტს. მეორე წრე 11 მარტს დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 18 თებერვალი, ოლიმპიური სასახლე

გორი - ქუთაისი 42-63

გორ: გლუნჩაძე - გაგლოშვილი 13, დალაქიშვილი 12, ახალბედაშვილი 10, მჭედლიშვილი 4, ჯაფიაშვილი 2, ბერუაშვილი 1, ბეთლემიშვილი, ნიაზაშვილი

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე - სურმავა 11, კობახიძე 7, ჯუღელი 7, ლომიძე 7, გამზარდია 6, იმნაძე 6, აბულაძე 5, რუსტამოვი 4, ზარნაძე 4, ფერაძე 4, მერკვილაძე 2, ხაჟომია, სტურუა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

პეგასი - BSB ბათუმი 28-39

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - პატაშური 8, კუხალაშვილი 7, ჟვანია 6, კოხრეიძე 4, ბაძაღუა 2, ჩეჩელაშვილი 1, მდივანი, შუბითიძე, გ. არეშიძე, ა. არეშიძე, კობახიძე

ბათ: ტორონჯაძე, ანთიძე - აბრამიშვილი 9, სიმონია 7, ლაპიაშვილი 6, გიორგაძე 5, გოგოლაძე 5, ტალახაძე 3, ტიელიძე 2, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი, მჟავანაძე, სტოლბოვი, მსხვილიძე

მსაჯები: გ. გველესიანი, თ. კევლიშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

BSB ბათუმი--12--11---0---1---468-320--22

ქუთაისი------12--10---0---2---518-385--20

სტუ-იმედი---10---7---0---3---318-264--14

პეგასი---------12---7---0---5---384-379--14

სამტრედია---10---4---0---6---298-360---8

გორი----------12---3---0---9---387-494---6

სპორტუნი----10---2---0---8---308-374---4

წყალტუბო----10---0---0--10---241-346---0

25 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 წყალტუბო - სპორტუნი

15:30 სამტრედია - იმედი-სტუ

26 თებერვალი, ზეტაფონი

14:00 სამტრედია - სპორტუნი

15:30 წყალტუბო - იმედი-სტუ

0.139244