ფეხბურთი

17:18 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "VAR-მა "ჩელსის" ქომაგების სული გაანადგურა"

ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პრინციპულ მატჩში 0:2 დამარცხდა და ამ მატჩის შემდეგ VAR-ის გადაწყვეტილებები განსჯის საგანი გახდა.

„არისტოკრატებს“ ვიდეორეფერი ორი გოლი გაუუქმა (ერთი ჯარიმის, მეორე თამაშგარის გამო). გარდა ამისა, ჰარი მაგუაირი, რომელმაც მიჩი ბატშუაის წინააღმდეგ იუხეშა, არ გააძევეს.

ნამატჩევს ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ VAR-მა „ჩელსის“ ქომაგების სული გაანადგურა:

„კადრები ვნახე. VAR-ი ამისთვისაა, მაგრამ მსაჯის ასისტენტის არ მესმის. მაგუაირი აშკარად გაძევებას იმსახურებდა და ეს თამაშს შეცვლიდა. ვიდეორეფერიმ „ჩელსის“ გულშემატკივრების სული გაანადგურა“,- თქვა ლამპარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101559