ფეხბურთი

16:20 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ „ლეგანესის“ შემტევს 20 მილიონად შეიძენს

მიმდინარე კვირაში „ბარსელონამ“ შესაძლოა, „ლეგანესის“ დანიელი თავდამსხმელი, მარტინ ბრაითვაიტ-კრისტენსენი შეიძინოს. სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა - გვამცნობს Cadena Cope.

საქმე ის არის, რომ პრიმერას ხელმძღვანელობამ კატალონიურ კლუბს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, ნება დართო 15 დღის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე თავდამსხმელი შეიძინოს, რადგან ძირითადის შემტევები: ლუის სუარესი და უსმან დემბელე დაშავებული ჰყავს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის დანიელმა ფეხბურთელმა „ლეგანესის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ადრე ის „ესბიერგში,“ „ტულუზაში,“ „ბორდოსა“ და „მიდლსბროში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111117