ფეხბურთი

14:25 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბურთი წარადგინა

უეფამ, საკუთარ ტვიტერში, ის ბურთი წარადგინა, რომლითაც მონაწილეები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებენ.

ბურთის დიზაინი წითელ-ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის გაერთიანების სიმბოლოა. მოგეხსენებათ, ფინალური მატჩი, 30 მაისს, სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ამავე არენაზე ჩატრდა ჩემპიონთა ლიგის 2004-05 წლების ლეგენდარული ფინალიც, რომელშიც „ლივერპული“ „მილანთან“ 0:3 აგებდა მაგრამ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პენალტების სერიაში კი 3:2 გაიმარჯვა.

0.171403