ფეხბურთი

15:45 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი "იუვენტუსში" რჩება

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ და ჯორჯო კიელინი თანამშრომლობას განაახლებენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.

კიელინი მოქმედი კონტრაქტით „იუვეს“ 2020 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის, ხოლო განახლებული შეთანხმებით ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება და შედმეგ დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს.

ჯორჯომ „იუვენტუსის“ მაისური პირველად 2004 წლის ზაფხულში მოირგო და მას შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ ერთგულია. შავ-თეთრი მაისურით გამოცდილმა მცველმა 508 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

0.120986