ფეხბურთი

12:24 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ევროპაში პირველი კლუბი გახდა, ვინაც საგაისო ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

წუხელ პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში, „ჩელსიმ“ შინ წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (0:2), რაც იმას ნიშნავს, რომ 1999-2000 წლების სეზონის მიხედვით, „ლივერპულმა“ ოფიციალუად მოიპოვა საგაისო ჩემპიონთა ლიგის საგზური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უეფა „მანჩესტერ სიტის“ არ დასჯის.

მეოთხე ადგილზე მდგომ „ჩელსის“ 41 ქულა აქვს, მეხუთეზე მყოფ „ტოტენჰემს“ – 40. მაქსიმალური ქულები, რომლებიც მათ შუძლიათ დააგროვონ, 74 და 73-ია. მერსისაიდელებს კი უკვე ახლა აქვთ 76. ანუ თეორიულადაც კი იურგენ კლოპის გუნდი ოთხეულს ვერ ჩასდება.

ლიდერი „ლივერპული“ პრემიერლიგაში უშუალო კონკურენტ „სიტის“ 25 ქულით უსწრებს და ჩემპიონობამდე ცოტა უკლია. ანუ, მერსისაიდელებს ლიგაში მოხვედრის პრობლემა ისეწდაც არ ჰქონდათ. უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნეთ.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114686