სხვა

11:25 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის დევიზი გახდა ფრაზა: „ემოცია გვაერთიანებს"

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ტოკიო-2020-ის ოფიციალური სლოგანი გაახმოვანა. თამაშების დევიზი გახდა ფრაზა: United by emotion - „ემოცია გვაერთიანებს."

თანმხლებ ვიდეორგოლში გადაიღეს იაპონელი ჩოგბურთელი, ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობების გამარჯვებული ნაომი ოსაკა. ორი დიდი სლემის მომგები ჩოგბურთელი ვიდეორგოლის მეშვეობით სპორტის გულშემატკივარს ეუბნება, რომ: „ტოკიოში თავს მოიყრიან ათლეტები მთელი მსოფლიოდან - სხვადასხვა ასაკის, ეროვნების თუ აღმსარებლობის ადამიანები; ისინი იხილავენ სიმამაცეს, თავდადებას, ზღვა ემოციას; ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები და იმავდროულად ერთნი; ვსწავლობთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად მომავალში; ჩვენ ემოციები გვაერთიანებს."

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპური თამაშები - 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112043