ავტოსპორტი

5:12 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის დიდი პრიზი კორონავირუსის გამო გადაიდო

ჩინეთის დიდი პრიზი, რომელიც 2020 წლის სეზონის კალენდრის შესაბამისად, აპრილში, შანჰაის საერთაშორისო ტრეკზე უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

ჩინური ეტაპი კალენდარში რიგით მეოთხეა და თითქოს, მანამდე დიდი დროა, მაგრამ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან (FIA), შანჰაის ტრეკის ადმინისტრაციასთან და ჩინეთის დიდი პრიზის პრომოუტერთან შეთანხმებით, რბოლის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ჯერ უცნობია, საერთოდ გაიმართება თუ არა ამ სეზონში ეს ეტაპი.

კორონავირუსი სულ უფრო ფართო მასშტაბს ღებულობს, მისი მსხვერპლის და ინფიცირებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ვირუსის სამკურნალო ვაქცინა ჯერ შემუშავებული არ არის და რომ შეიქმნას, წარმოების დაწყებას დრო დასჭირდება. დიდი ალბათობით, ჩინური ეტაპისთვის (19 აპრილი), მედიკოსებს მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერაც არ ექნებათ. ამიტომ, რბოლის გამართვა, რომელსაც ათიათასობით მაყურებელი ესწრება, მონაწილეების და ფანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის, რისი დაშვებაც, არც ფ1-ის ხელმძღვანელობას სურს, არც FIA-ს და არც რბოლის ორგანიზატორებს.

უფრო მეტიც, ეპიდემიის მეზობელ ქვეყნებში გავრცელების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ ვიეტნამის სადებიუტო დიდი პრიზის გამართვაც დადგება.

0.113745