სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:37 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა დიდი მატჩებით ბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ორ თვეზე დიდი ხანი გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აი ახლა, 18 თებერვალს, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი!

მერვედფინალური ეტაპი ისეთი მაგარი ორი მატჩით გაიხსნება, უკეთესს ალბათ რომ ვერ ვინატრებდით. „დორტმუნდი“ პსჟ-ს და „ატლეტიკო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

„დორტმუნდი“ – „პარი სენ ჟერმენი“

დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მეტად საინტერესო დუელი შედგება. „ბორუსია“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს და გუნდების სათამაშო ფილოსოფიიდან გამომდინარე, ძალიან მაგარი თამაში უნდა შედგეს.

ძნელია ამ წყვილში ფავორიტის დასახელება, მაგრამ ალბათ უფრო მყარად პსჟ-ს შანსი გამოიყურება. ამის მიუხედავად, ტომას ტუხელის პირველი სეზონური გამოცდა ალბათ სწორედ დღეს შედგება, რადგან ჯგუფური ეტაპი და ლიგა 1 ნამდვილად ვერ გამოდგა შეფასების მთავარ კრიტერიუმად.

„დორტმუნდი“ და პსჟ ძალიან გვანან სათამაშო სტილით, ორივე შეტევის მიმდევარია და ორივე გუნდში მრავლად არიან ტექნიკური და შემქნელი მოთამაშეები. ისე კი, ისტორია გვეუბნება, რომ უხვგოლიანი თამაში არ უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორჯერვე ფრე დაფიქსირდა და სულ თითო გოლი გაიტანეს. ეს 2010-2011 წლების სეზონში იყო, როდესაც გერმანიაში ნური შაჰინის პენალტი მატჩის მიწურულს კლემენ შანტომმა გაქვითა, ხოლო პარიზში გოლი არ გასულა. თუმცა, ერთია ისტორია და მეორე აწმყო.

პსჟ დღევანდელ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება, დიალოს ტრავმას თუ არ ჩავთვლით. გუნდს დაუბრუნდა ნეიმარი, ტომას ტუხელის განცხადებით, ბრაზილიელი მოედანზე იქნება. უფრო მძიმე ვითარებაა გერმანელთა ლაზარეთში, რადგან იქ ტომას დელანი და მარკო როისი იმყოფებიან. სამაგიეროდ, ლუსიენ ფავრის გუნდი იანვარში საგრძნობლად გაძლიერდა, ემრე ჯანი და ერლინგ ჰოლანდი ნამდვილად კარგი შევსებაა. ნორვეგიელი ხომ საერთოდ საოცრებებს სჩადის და ბუნდესლიგის საწყის 5 მატჩში 8(!) გოლი გაიტანა. ერთი დეტალიც: ტომას ტუხელი პსჟ-მდე „დორტმუნდს“ ავარჯიშებდა, მაგრამ არადამკამყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, ლუსიენ ფავრს კი თავის მხრივ საფრანგეთში მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

ლუსიენ ფავრი („დორტმუნდის“ მწვრთნელი): „ამ თამაშის სამზადისში მეტოქის რამდენიმე მატჩი ვნახეთ. ანალიზი გავუკეთეთ მათ ფეხბურთელებს და მზად ვართ. პსჟ სახიფათო გუნდია, რომელმაც ჯგუფში „რეალს“ აჯობა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულია და ბევრი რამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ჰოლანდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდში“ თამაში განსხვავებული იქნება, მაგრამ მან უკვე ითამაშა ამ ტურნირზე „ზალცბურგში“ და არგვგონია, რომ ბევრი დრო დასჭირდეს“.

ტომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): „როდესაც წილისყრა ჩატარდა, ხმამაღლა გავიცინე. მაშინვე ვარჯიშზე გავედით, რადგან ვფიქრობდი, რომ ასე იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ადვილი გზა არ გველოდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ჩვენც არ ვიყავით მეტოქეებისთვის სასურველი.

მთელი ქალაქი „ბორუსია დორტმუნდით“ სუნთქავს. ეს ქალაქი „ბორუსია დორტმუნდია“ და „ბორუსია დორტმუნდი“ ეს ქალაქია. დორტმუნდში 90 წუთის განმავლობაში დომინირება შეუძლებელია და ამიტომ ამის გაკეთებას არ ვეცდებით. უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ყველა ფაზაში რეაგირებისთვის და საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, ზაგადუ, ჰუმელსი, პიშჩეკი; ჯანი, ვიტსელი; სანჩო, აზარი, გერეირო; ჰოლანდი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): ნავასი; მუნიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ბერნატი; დი მარია, გეიე, ვერატი, ნეიმარი; იკარდი, მბაპე

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

„ატლეტიკო“ – „ლივერპული“

მეორე მატჩი კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და სრულიად განსხვავებული ანონსი გვაქვს. ერთის მხრივ „ლივერპული“, რომელიც მიმდინარე სეზონში საოცარია, დაუჯერებელია და ინგლისის პრემიერლიგაში ჩემპიონობა ლამის უკვე გარანტირებული აქვს და თამამად შეუძლია კონცენტრაცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს და მეორეს მხრივ „ატლეტიკო“, რომელსაც ალბათ დიეგო სიმეონეს ეპოქაში ყველაზე წარუმატებელი და უფერული სეზონი აქვს. მადრიდელებმა განსაკუთრებით ცუდად 2020 წელი დაიწყეს და გამარჯვების მოპოვება ლა ლიგაში ძალიან უჭირთ.

დიდი განსხვავებაა გუნდების სათამაშო მიმდინარეობაშიც. იურგენ კლოპის „ლივერპული“ ლაღი და გახსნილი, საინტერესო ფეხბურთის მიმდევარია, რასაც ცხადია დიეგო სიმეონეს კრებულზე ვერ ვიტყვით. „ჩოლოს“ „ატლეტიკო“ კარგად ორგანიზებული მანქანა და მკაცრი გუნდია, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარე სეზონში პრობლემებს განიცდის. სხვათა შორის, ვთქვათ, რომ „ლივერპული“ ბრუნდება იმ სტადიონზე, სადაც გასული სეზონი ტრიუმფით დააგვირგვინა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოკლედ, „წითლები“ წყვილში ფავორტად არიან მიჩნეულნი და მართლაც, სეზონის განვლილი ნაწილის გადმოსახედიდან, რთულად წარმოსადგენია, რით შეიძლება შეაჩეროს დაუნდობელი ინგლისური გრანდი მადრიდულმა გუნდმა.

„ატლეტიკო“ და „ლივერპული“ აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა: თითო მოგება და 2 ფრე. 2009-2010 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთში მასპინძლებმა დიეგო ფორლანის გოლით მოიგეს, ხოლო „ენფილდზე“ იგივე შედეგი ალბერტო აკვილანიმ დააფიქსირა და დამატებით დრო დაინიშნა, სადაც იოსი ბენაიუნმა „წითლები“ ფინალის გზაზე დააყენა, მაგრამ 7 წუთის შემდეგ დიეგო ფორლანმა გაიტანა და ესპანელები ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდნენ.

მანამდე ერთი წლით ადრე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში 1:1 დასრულდა. „ვისენტე კალდერონზე“ რობი კინის ადრეული გოლი სიმაომ გვიან გაქვითა, ხოლო ინგლისში გოლები მაქსი როდრიგესმა და სტივენ ჯერარდმა გაცვალეს.

დღევანდელ შეხვედრაში „ატლეტიკო“ წამყვან მოთამაშეებს, კირან ტრიპიერსა და განსაკუთრებით ჟოაო ფელიქსს მოისაკლისებს. ვერ ითამაშებს ვერც ექტორ ერერა, რაც „როხიბლანკოს“ ისედაც შესუსტებულ შემადგენლობას კიდევ უფრო ასუსტებს. „ლივერპული“ კი ესპანეთის დედაქალაქს თითქმის უდანაკარგოდ ესტუმრა და იურგენ კლოპის ბანაკში ამ კუთხითაც ბევრად სახარბიელო ვითარებაა.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მწვრთნელი): „კრიტიკა აუცილებელია და ეს გვეხმარება გაუმჯობესებაში. ჩვენ მოვედით აქამდე და ძალიან რთული მეტოქე გვყავს. სტადიონზე ცხელი გარემო იქნება, ისევე როგორც საპასუხო შეხვედრაში. ჩვენი სტადიონი ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს ისაა, რაც მოედანზე ხდება, როდესაც თამაში იწყება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ვხედავ ოპტიმიზმს და გუნდში გამარჯვების სურვილს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს „ლივერპული" ისტორიაში დარჩება, როგორც ძალიან დიდი გუნდი. განსახვებულია გუნდია, ვიდრე წარსულში ყავდათ, ადაპტირებულ და ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი): „ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაშია ფეხბურთელის ცხოვრებაში. „ატლეტიკო“ ძალიან ორგანიზებული და კარგად გაჟღენთლი მანქანაა, რომელმაც შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ეს ნორმალურია და ყველა თამაშში იბრძვის“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, სავიჩი, ფელიპე, საული; კოკე, ტომასი, ლორენტე, ვიტოლო; კორეა, მორატა

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.100149
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X