ფეხბურთი

19:55 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" თავდამსხმელს ეძებს

კატალონიის „ბარსელონა“ ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს შემცვლელს აქტიურად ეძებს. სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონურ გრანდს ლა ლიგის სხვა კლუბებიდან ერთი შემტევის დამატებას უფლებ მისცა.

„ბლაუგრანაში“ მოხვედრის მთავარი კანდიდატი კი, „ლეგანესის“ დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრაითვაითია, რომლის გამოსასყიდი თანხა 11 მილიონი ევროა.

მის გარდა, კატალონელები „ხეტაფედან“ ანხელისა ან „ალავესიდან“ ლუკას პერესის დამატებასაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, თუ „ბარსელონა“ რომელიმე მათგანს დაიმატებს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126197