ფეხბურთი

17:35 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ფახთაქორის" ზედიზედ მეორე გამარჯვება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე შოთა არველაძის „ფახთაქორი“ წარმატებით ასპარეზობს და ზედიზედ მეორედ მოიგო. უზბეკეთის ჩემპიონმა B ჯგუფის მეორე ტურში ტაშკენტში ირანულ „შარ ხოდრუს“ უმასპინძლა და უპრობლემოდ, 3:0 სძლია.

უზბეკებმა სამივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს, დუბლი სერგეევმა შეასრულა, ერთი გოლი აზამოვის ანგარიშზეა.

„ფახთაქორი“ ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, სტუმრად საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ ჩაატარებს.

0.119272