ფეხბურთი

14:15 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "სიტისთვის" დამატებითი მოტივაცია იქნება"

"რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ "სიტის" შესახებ ისაურბა და აღნიშნა, რომ სასჯელი მანჩესტერელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

"სიტი" გენიალური მწვრთნელით შესანიშნავი გუნდია. საკმაოდ რთული მატჩი გველოდება. გუნდის დასჯის შემდეგ, მგონია რომ "სიტის" ჩვენთან თამაშის დროს დამატებითი მოტივაცია ექნება"- განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ "სიტი" ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონში ვერ იასპარეზებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "რეალი" "სიტის" დაუპირისპირდება, პირველი მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115868