ფეხბურთი

18:10 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას და დავითაშვილის გოლები სპარინგში (+VIDEO)

ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება და თურქეთში შეკრებაზე იმყოფება. ლეონიდ სლუცკის გუნდმა მორიგი სპარინგი ჩაატარა და ბელარუსის „სლავია“ 5:0 გაანადგურა.

ორი გოლი ქართველების ანგარიშზეა. მატჩის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა უზადოდ და ყაზანელები დააწინაურა, ხოლო 86-ე წუთზე ბელარუსთა რბევას წერტილი ზურიკო დავითაშვილმა დაუსვა.

ქართველმა შემტევმა თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და გატანა პრობლემაარ ყოფილა. შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგის მეორე ეტაპი პირველი მარტიდან განახლდება.

0.14912