ფეხბურთი

14:50 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მწვრთნელი: "რეზერვში მალინოვსკი, პაშალიჩი, მურიელი გვყავს, სხვა გუნდებს მეტი არჩევანი აქვთ"

"ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ "რომასთან" მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკვე იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ შეუძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ებრძოლოს. გასპერინიმ ასევე ყურადღება გაამახვილა სათადარიგოთა სკამზე.

"მიმდინარე სეზონში ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ გავიდეთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შევხვდეთ. რეზერვში მალინოვსკი და პაშალიჩი გვყავს, ასევე თავდასხმის ხაზში მურიელი, სხვა გუნდებს კი უფრო მეტი არჩევანი აქვთ. აქედან გამომდინარე ნახევარმცველებს ხშირად უწევთ გოლების გატანა." - ციტირებს Football Italia ჯან პიეროს სიტყვებს.

"ატალანტას" თავკაცმა "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა:

""ვალენსიას" თამაშებს ვუყურე, მათ შორის "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" შეხვედრებს და რთული ტესტი გველის. "მესტალიაზე" მეორე ნახევარში გაგვიჭირდება, რადგან "ვალენსია" გამოცდილი გუნდია, თუმცა "სან სიროზე" ჩვენ 40,000 გულშემატკივარი გვეყოლება, რაც ძალიან ამაღელვებელია."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110018