ფეხბურთი

11:47 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მზადაა ვერნერის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა შესაძლოა ასპარეზობა "ლივერპულის" რიგებში გააგრძელოს. როგორც Transfermarkt-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, "მერსისაიდელები" მზად არიან ფეხბურთელის გამოსასყიდად 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კონტრაქტის მიხედვით, მსურველ კლუბს ვერნერის ყიდვა აპრილის ბოლომდე 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ, ხოლო მაისიდან უკვე მოლაპარაკების შედეგად შეუძლია "ლაიპციგის" დაყოლიება. ვერნერს გერმანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მასზე გაზრდილი ინტერესის გამო შესაძლოა კლუბმა ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს.

ტიმო "შტუტგარტის" აკადემიის აღზრდილია და "ლაიპციგში" 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ ვერნერმა 145 მატჩი ჩაატარა და თავი 86-ჯრ გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ტიმომ 31 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.151938