ფეხბურთი

12:45 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიკაციაზე: "შოკში ვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას და მის ფეხბურთელებს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან გუნდი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს.

"ჩემპიონტა ლიგიდან "მანჩესტერ სიტის" მოკვეთა ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. მე შემიძლია "ქალაქელების" თამაში შევაფასო და მათ კარგი შედეგი დააფიქსირეს, სხვა დეტალები კი არ ვიცი. მომწონს პეპის და მისი გუნდის მუშაობა, თუმცა ახლა სხვა რეალობა გვაქვს. სიტუაცია ძალიან სერიოზულია, მაგრამ ისინი მაღალ დონეზე ასპარეზობენ და მათი თამაში ისტორიას სამუდამოდ დარჩება." - განუცხადა BBC-ის გერმანელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტის" უეფას გადაწყვეტილების ფინანსური ფეირ პლეის პრინციპების დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონში მონაწილეობას ვერ მიიღეს. ასევე, კლუბი შესაძლოა ინგლისშიც დააჯარიმონ და რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111059