ფეხბურთი

10:26 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ბრეშასთან" არ ითამაშებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ "ბრეშასთან" გასამართ იტალიის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს. "ბიანკონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა იმ ფეხბურთელების სია, რომელთაც მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, ხოლო რონალდუ შემადგენლობაში არ მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია რონალდუ ტრავმის გამო არ ითამაშებს თუ უბრალოდ სარი პორტუგალიელს დასვენების საშუალება მისცა. "იუვენტუსს" "მილანთან" სამი დღის წინ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჰქონდა. სამაგიეროდ, შემადგენლობაში მოხვდა ჯორჯო კიელინი, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11527