სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:15 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მორიგი ნაბიჯი ოთხეულისკენ და "რომას" კრიზისი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზაფხულში პაულუ ფონსეკა „რომაში“ იმ იმედით დანიშნეს, რომ „ჯალოროსი“ წარმატებულ სეზონს ჩაატარებდა და როგორც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა. ჯერ სეზონის დასრულებამდე დიდი დროა და დასკვნებიც ნაადრევია, მაგრამ „მგლების“ საქმე მთლად კარგად არ მიდის.

„რომა“ ბოლო დროს აშკარად კრიზისშია და მორიგი მარცხი უშუალო კონკურენტთან (შეიძლება ერთადერთთანაც) მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, „ატალანტასთან“ წააგო.

„ჯალოროსისთვის“ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოღონდ მხოლოდ პირველი ტაიმი, რომელიც ედინ ჯეკოს გოლით მოიგო. თუმცა, ნაანტრაქტევს ბერგამოელებმა რომაელები პირში ჩალა გამოვლებული დატოვეს. ხოსე პალომინომ და მარიო პაშალიჩმა ჯამპიერო გასპერინის გუნდს მოაგებინეს. „ატალანტამ“ „რომას“ უკვე რვა ქულით გაასწრო, არადა სამი ტურის წინ სხვაობა არც არაფერს შეადგენდა.

მორიგი მატჩი მოიგო ფაბიო ლივერანის „ლეჩემ“ და ელიტაში დასარჩენად კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. „ჯალოროსიმ“ შინ უშუალო კონკურენტ „სპალს“ აჯობა, რომელიც უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა.

სამაგიეროდ, მწვრთნელის ცვლილება კარგად მოქმედებს „ჯენოაზე“, რომელმაც სტუმრად „ბოლონია“ გაანადგურა და ჯერ გასავარდნი ზონა ვერ დატოვა, მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, ეს დღეც მალე დადგება.

ლიდერები კვირას ჩაერთვებიან საქმეში. ჯერ „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე (პორტუგალიელი ისვენებს) „ბრეშას“ დაუხვდება, ხოლო შემდეგ რომში დიდი მატჩია, უშუალო კონკურენტთა შორის, „ლაციო“ – „ინტერი“.

„ლეჩე“ – „სპალი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანკოსუ (41, პენ), 1:1 პეტანია (47), 2:1 მაიერი (66)

„ბოლონია“ – „ჯენოა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 სუმაორო (28), 0:2 სანაბრია (44), 0:3 კრიშიტო (90, პენ)

„ატალანტა“ – „რომა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჯეკო (45), 1:1 პალომინო (50), 2:1 პაშალიჩი (59)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109886
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X