ფეხბურთი

0:43 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

3:0, 3:4 და 4:4 - "პარი სენ ჟერმენის" დრამა (VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის XXV ტურში საოცრად დრამატული მატჩი გაიმართა. „პარი სენ ჟერმენი“ „ამიენს“ ესტუმრა და მე-40 წუთისთვის მასპინძლები სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ (3:0).

პსჟ-მ ამის შემდეგ უპირატესობა ხელთ იგდო და 74-ე წუთზე მაურო იკარდის გოლით დაწინაურება შეძლო (4:3). მიუხედავად ამისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ამიენმა“ გათანაბრება შეძლო და მრისხანე მეტოქეს ორი ქულა დააკარგვინა (4:4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114703