ფეხბურთი

23:55 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „სიტის“ 25 ქულით გაუსწრო

„ლივერპულმა“ ზედიზედ მე-17 თამაში მოიგო პრემიერლიგაში, ჯამში კი ინგლისის უმაღლეს ლიგაში 43 წაუგებელი მატჩი მოუგროვდა. ექვსი თამაშიც და „არსენალის“ რეკორდს გაიმეორებს.

თითქოს დეჟავიუაო, ასეთი რამ უკვე არა-ერთხელ გვინახავს ამ სეზონში. კლოპის ბიჭები თავს ზოგავენ აუტსაიდერებთან, კლასის ხარჯზე ცდილობენ წარმატების მიღწევას. აი, მატჩი დასასრულს უახლოვდება, თითქოს ლიდერი ქულების დაკარგვასთან ახლოსაა, მაგრამ მაინც გააქვს გოლი და იმარჯვებს. ეს უკვე საჩემპიონო მენტალიტეტია.

ამჯერად სტუმრები შეცვლაზე შესულმა, ტრავმამოშუშებულმა სადიო მანემ გადაარჩინა, რომელმაც ჰენდერსონის ჩინებული პასი შეირგო, ინდივიდუალურად გაიბრწყინა და გამარჯვებისა გაიტანა.

კლოპის სამწყსომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.

ახლა „ლივერპული“ „სიტის“ 25 ქულით უსწრებს, თუმცა „ქალაქელები“ მომავალ ოთხშაბათს უმასპინძლებენ „ვესტ ჰემს.“

ინგლისი

პრემიერლიგა. 26 ტური. 15 თებერვალი

ნორვიჩი - ლივერპული 0:1

ნორვიჩი. „ქეროუ როუდი.“ 27 100

0:1 მანე (78)

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ჰენლი, ციმერმანი, ბაირემი (ლუისი 27), ტეტი (დრმიჩი 84), მაკლინი, რუპი (ბუენდია 83), დუდა, კანტუელი, პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი (ფაბინიო 60), ჰენდერსონი, კეიტა (მილნერი 84), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მანე 60), სალაჰი, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ჰენლი (41); კეიტა (83), მანე (90+1)

საუთჰემპტონი - ბარნლი 1:2

0:1 ვესტვუდი (2), 1:1 ინგზი (18), 1:2 ვიდრა (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129876