ფეხბურთი

14:37 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასეთი შემადგენლობა ცხოვრებაში არ მინახავს" - კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა Guardian-თან საუბარში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა „იუვენტუსს“ ჰყავს და შესაბამისად, მთავარ ფავორიტადაც ტურინული გრანდი მიაჩნია.

თუმცა, იურგენმა არც სხვა გუნდები დაივიწყა და თქვა, რომ კონკურენცია დიდია, გამარჯვებისთვის კი იღბალიც საჭიროა.

„სეზონის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი „იუვენტუსი“ იყო, მაგრამ მე აშკარად არასაკმარისად ვუყურებ იტალიის ჩემპიონატს, რადგან ვერ ვხვდები, როგორ არ აქვს სატურნირო ცხრილში 10-ქულიანი უპირატესობა. „იუვენტუსს“ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს, ხარისხიანი ფეხბურთელებით, ეს სიგიჟეა.

გარდა ამისა, „ბაიერნსაც“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, პსჟ-ც წაროუდგენლად დაბალანსებულია. არ უნდა გამოვტოვოთ „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“.

„ლივერპულს“ რაც შეეხება, წარმოდგენა არ მაქვს სადამდე შეგვიძლია მისვლა, მაგრამ ამ მომენტში ამაზე ფიქრი არ გვჭირდება, რადგან მთელი ყურადღება „ატლეტიკოზე“ გვაქვს მიმართული. შარშან დავამტკიცეთ, რომ საუკეთესო გუნდების დამარცხება შეგვიძლია. ბევრი ძლიერი კონკურენტი გვყავს და ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. გამარჯვებისთვის კი იღბალიც აუცილებლად საჭიროა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და პირველი მატჩი ესპანეთში 18 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116281