ფეხბურთი

11:29 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგს" მეორე ბუნდესლიგის საგარეო მატჩში12 ათასი ქომაგი გაამხნევებს

„ჰამბურგი“ 2018 წლამდე უნიკალური მიღწევით გამოირჩეოდა და ერთადერთი გერმანული გუნდი იყო, რომელსაც ბუნდესლიგა არასდროს დაეტოვებინა. თუმცა, ჩრდილო გერმანული კლუბი დაქვეითდა და უკვე მეორე სეზონია ქვედა ლიგაში ირჯება.

დაქვეითებას „ჰამბურგის“ გულშემატკივართა ვნება ფეხბურთისადმი ცხადია არ გაუნელებია. როგორც გერმანული მედია იტყობინება, საყვარელ გუნდს „ჰანოვერთან“ გასვლით მატჩზე 12 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს.

დიახ, HDI არენაზე, რომელიც „ჰანოვერის“ საშინაო სტადიონია, უკვე გაიყიდა 49 ათასი ბილეთი და აქედან 12 000 „ჰამბურგის“ გულშემატკივრებმა შეიძინეს.

ხშირი მოვლენა ნამდვილად არაა, რომ სტუმარ გუნდს ქომაგთა ხსენებული რაოდენობა ამხნევებს და მითუფრო ქვედა ლიგის მატჩში. თუმცაღა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში სტადიონებზე დასწრების პრობლემა ყველაზე ნაკლებად დგას და „ჰამბურგს“, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის, საკუთარი გულშემატკივარი თავს სტუმრადაც სახლში აგრძნობინებს.

თეგებიჰამბურგი
0.111666