ფეხბურთი

22:45 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთეს

უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ორი წლით მოკვეთა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ინგლისურ გუნდს ფინანსური სამართლიანი თამაშის სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდა.

ამრიგად, „ქალაქელები“ 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ამასთან, კლუბი 30 მილიონი ევროს ოდენობითაც დაჯარიმდა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ცნობისთვის, აკრძალვა არ ვრცელდება მიმდინარე სეზონზე და პეპ გვარდიოლას გუნდი პლეი-ოფში, რომელიც კარსაა მომდგარი, შეუფერხებლად ითამაშებს.

მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და ინგლისელები ამ შანსს გამოიყენებენ. „სიტიმ“ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა, რომ განაჩენს ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ.

„მანჩესტერ სიტი“ იმედგაცრუებულია, მაგრამ გაკვირვებული არ არის უეფას გადაწყვეტილებით. 2018 წლის დეკემბერში უეფას მთავარმა გამომძიებელმა წარმოადგინა ესკიზი ჩვენი კლუბის ჯარიმის შესახებ ყოველგვარი სახის გამოძიების დაწყებამდე. ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ერთი სიტყვით უეფამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ამას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

0.113904