ფეხბურთი

23:40 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა მარტინესის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შესაძლოა მომავალი სეზონიდან "ბარსელონას" რიგებში გადავიდეს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ბლაუგრანა" მზადაა ფეხბურთელი გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო გადაიხადოს. გამოცემის ინფორმაციით, მსურველ კლუბს კონტრაქტის აღნიშნული პუნქტის გააქტიურების ვადა 15 ივლისამდე აქვს.

ესპანური გამოცემა ასევე იუწყება, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენენ. ჯერჯერობით უცნობია "ინტერი" გაუხანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს არგენტინელს და შესაბამისად გამოსასყიდ თანხას გაზრდის.

ლაუტარო მარტინესი მილანელებმა "რასინგიდან" 2018 წელს დაიმატეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 28 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება "ინტერში" გადასვლის შემდეგ 25-დან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.136811