ფეხბურთი

18:41 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "კოლექციაში კიეზას, ტურამის, ვეას, მალდინის და მათი შვილების მაისურები მაქვს, ახლა შვილიშვილებს ველოდები"

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ იხუმრა. მედია ზონაში ჯიჯიმ დანიელ მალდინის მაისურით გაიარა და ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი მაისური ჰქონდა მხარე გადადებული, ასეთი პასუხი გასცა:

„ეს მალდინის მაისურია, პაოლოს შვილის. მე ვთხოვე და ძალიან გამიხარდა, რომ მივიღე, რადგან ჩემს კოლექციაში მაქვს კიეზას და მისი შვილის, ტურამის და მისი შვილის, ვეას და მისი შვილის მაისური, ახლა კი, მალდინის და მისი შვილის მაისური. ახლა უკვე მათ შვილიშვილებს ველოდები. როდესაც მათი შვილიშვილები ითამაშებენ, მე ისევ აქ ვიქნები, „სან სიროს“ მოედნის შუაგულში“, - იხუმრა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ბუფონი 42 წლისაა, მაგრამ ამის მიუხედავად ფეხბურთიდან წასვლას არ გეგმავს. გუშინდელ მატჩიც თანაგუნდელთა შორის საუკეთესოდ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.220388