ჩოგბურთი

10:55 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა

ფედერაციის თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდგომ საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა განახლებულ კლასიფიკაციაში სოლიდური პროგრესი განიცადა.

ქართველი ჩოგბურთელები რეიტინგში 11 ადგილით დაწინაურდნენ და 277.82 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფებიან, ევრო-აფრიკულ ზონაში კი 33-ე საფეხურზე განთავსდნენ.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ პოზიციაზე საფრანგეთია, მეორეზე ავსტრალია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.

შეგახსენებთ, რომ 4-დან 7 თებერვალს ჩათვლით გამართულ ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს, ტუნისსა და მოლდოვას აჯობეს, პლეიოფში კი მასპინძელი ფინეთიც დაამარცხეს და პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118125