ფეხბურთი

21:15 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" სიხარულიძის დუბლით "მარიუპოლს" აჯობა

თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქეთის ქალაქ სიდეში მორიგი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „მარიუპოლს“ გაეჯიბრა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, უკრაინელები უკვე მეორე წუთზე იგნატენკოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა მალევე გაანიავეს და საბოლოოდ მარცხიც განიცადეს.

ლევან კორღალიძის გუნდს ირაკლი სიხარულიძემ მოაგებინა, რომელმაც პირველივე ტაიმში შეძლომეტოქის კარის ორჯერ აღება და შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ეს „ლოკომოტივის“ მეორე ამხანაგური თამაში იყო თურქეთში და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ლოკომოტივის“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე,დარციმელია, ინჯგია, სიხარულიძე

ცვლილებაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი

„მარიუპოლი“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 იგნატენკო (2), 1:1 სიხარულიძე (14), 1:2 სიხარულიძე (27)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114211