ფეხბურთი

20:27 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი ბელგიაში (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში გორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენებურის „ლოკერენი“ „ვესტერლოს“ ესტუმრა და და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

83-ე წუთზე გიორგიმ თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა მისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

22 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში პროქსიმუს ლიგაში 19 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ლოკერენი“ რვა გუნდიან ლიგაში 19 ქულით მერვე ადგილზეა.

0.115425