კალათბურთი

19:37 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის 16 კანდიდატი შეარჩია

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე შვეიცარიაა. შეხვედრა 20 თებერვალს, თბილისის სპორტის სახლეში, 19:00 საათზე გაიმართება (ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე: tkt.ge.basketball ). შვეიცარია არაა ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყანა, თუმცა მებრძოლი ნაკრები რომ ჰყავს, წინასაკვალიფიკაციო ტურნირში დაამტკიცა, როცა ბოლო ტურში ისლანდიასთან მინიმუმ 20 ქულით მოგება სჭირდებოდა და 109:85 გაიმარჯვა.

შვეიცარიის იტალიელმა მწვრთნელმა, ჯანლუკა ბარილარიმ ნაკრების 16 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც 3 ლეგიონერია – პატრიკ ბალდასერი იტალიის რიგით მეორე ლიგაში თამაშობს, რობერტო კოვაჩი – ისლანდიაში, ხოლო ჯონათან კაზადი – ფრანგულ “ლილში”. დანარჩენები შვეიცარიის კლუბებს წარმოადგენენ.

მაიკლ-ოფიკ ნზეგე (ლუგანო, შვეიცარია), პატრიკ ბალდასერი (ფერარა, იტალია), ბორის მბალა (ფრაიბურგი, შვეიცარია), ჟერემი ჟონინი (ფრაიბურგი, შვეიცარია), ჯონათან კაზადი (ლილი, საფრანგეთი), მარკო მლადიანი (სპინელი, შვეიცარია), იურაი კოზიჩი (ბონკურტი, შვეიცარია), რობერტო კოვაჩი (ირ ბასკეტი, ისლანდია), იური სოლკა (რივიერა, შვეიცარია), პოლ გრავე (ფრაიბურგი, შვეიცარია), ჯონათან დუბასი (ჟენევა, შვეიცარია), არნო კოტური (ჟენევა, შვეიცარია), დუშან მლადიანი (სპინელი, შვეიცარია), ნათან იურკოვიცი (ფრაიბურგი, შვეიცარია), რობერტ ზინი (ჟენევა, შვეიცარია), კილიან მარტინი (უნიონი, შვეიცარია).

gbf.ge

0.142675