ფეხბურთი

18:25 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი" ერთი ლიგით დაწინაურდა

საქართველოს ორგზის ჩემპიონი „ზესტაფონი“ ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახალ სეზონში ეროვნულ ლიგა 4-ში ითამაშებს.

სფფ-მ ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც ეროვნული ლიგა 4-ის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდამდე გაიზარდა.

წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით კი, „ზესტაფონი“ ერთი ლიგით დაწინაურდა და ცალსახად, ეს ძალზე სასიამოვნო სიახლეა, რადგან იმერულმა გუნდმა ელიტაში დაბრუნებისკენ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, „ზესტაფონს“ ოქროს ხანა ცოტა ხნის წინ ედგა და 2011, 2012 წლებში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, იმავე წლებში საქართველოს სუპერთასი მოიგო, ხოლო 2008 წელს საქართველოს თასს დაეუფლა.

თეგებიზესტაფონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114394