ფეხბურთი

16:24 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზიეჩი "ჩელსის" ფეხბურთელია

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„აიაქსი“ ზიეჩის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი ინგლისურ გრანდს 1 ივლისიდან შეუერთდება. პირადი კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ზიეჩი „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და ამსტერდამულ გრანდში ჩატარებულ 157 შეხვედრაში 47 გოლის გატანა მოახერხა.

0.113339