ფეხბურთი

0:09 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმბოლური ნაკრები: ჩემპიონთა ლიგა VS ჩემპიონთა ლიგის გარეშე

პოპულარულმა გამოცემა Goal-მა ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით ორი სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ერთში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოგებული აქვთ, ხოლო მეორეში ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ.

ლოგიკურია, რომ ორივე სიმბოლური ნაკრები მთლიანად ლეგენდარული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი ფეხბურთელების სიმბოლური ასეთია:

მეკარე: იკერ კასილიასი

მცველები: სერხიო რამოსი, ალესანდრო ნესტა, კარლეს პუიოლი, პაოლო მალდინი

ნახევარმცველები: სტივენ ჯერარდი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი

სათადარიგოები: ჯონ ტერი, ფილიპ ლამი, კლარენს ზეედორფი, როი კინი, რაული, რონალდინიო, ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩენილი ფეხბურთელების სიმბოლური ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: ლილიან ტურამი, ჯორჯო კიელინი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა;

ნახევარმცველები: დიეგო მარადონა, პატრიკ ვიეირა, ფრანჩესკო ტოტი

თავდამსხმელები: რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გაბრიელ ომარ ბატისტუტა

სათადარიგოები: ლოთარ მათეუსი, მიხაელ ბალაკი, რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა, ერიკ კანტონა, რუუდ ვან ნისტელროი, პაველ ნედვედი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122834