ფეხბურთი

19:53 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" პირველი გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსანდრიას“ გაეჯიბრა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 87-ე წუთზე „დინამოს“ თორნიკე ახვლედიანმა მოაგებინა, ხოლო მანამდე, მე-18 წუთზე როინ კვასხვაძემ პენალტის მოგერიებაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეექვსე სპარინგი თურქეთში და პირველად მოიგო.

კახა ჩხეტიანის გუნდი შეკრებაზე ბოლო შეხვედრას 15 თებერვალს, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„დინამო“ – „ოლექსანდრია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ახვლედიანი (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109336