ავტოსპორტი

18:25 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერარი SF1000 საბრძოლველად მზადაა

„ფერარიმ“ ახალი სარბოლო ავტომობილი, SF1000 წარმოგვიდგინა, რომლითაც ფორმულა 1-ის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ინდექსში რიცხვი მე-1000 რბოლას აღნიშნავს - მარანელოელები ამ ზღვარს სეზონის მსვლელობისას გადალახავენ. წარდგენის ცერემონია პატარა ქალაქ რეჯო ემილიაში, საოპერო თეატრ „რომოლო ვალიში“ გაიმართა.

„წინ საინტერესო სეზონი გველის. რთული კონკურენცია გვექნება. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი წელია, რადგან პარალელურად, სრულიად ახალ მანქანაზე მოგვიწევს მუშაობა, რომელსაც ახალი რეგლამენტის შესაბამისად, 2021 წლის სეზონისთვის მოვამზადებთ. ასე რომ, გუნდს ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს“, - განაცხადა „ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლუის კამილერიმ, ვინც იმავდროულად, „ფილიპ მორისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეცაა.

გასულ სეზონში იტალიურ გუნდს ყველაზე მძლავრი ძრავი ჰქონდა და შესაბამისად, მისი მანქანები სწორზე სისწრაფით გამოირჩეოდა. ამან მის პილოტებს ცხრა პოულ პოზიციის მოპოვების საშუალება მისცა. მაგრამ რბოლებში ამ უპირატესობის გამო, სხვებთან შედარებით უარესი აეროდინამიკის გამო ვერ ხერხდებოდა. შედეგი მხოლოდ სამი გამარჯვებაა.

გუნდის შეფმა მატია ბინოტომ განცხადა, რომ SF1000-ზე მუშაობისას, ინჟინრებმა არაერთი „ექსტრემალური კონცეპცია“ გამოიყენეს, რათა მაქსიმლურად გაეზარდათ ჩაჭიდება. მისი თქმით, მონოკოკური სტრუქტურა, ძალური დანადგარი და გადაცემათა კოლოფი ისეა შეთანწყობილი, რომ ავტომობილის ტანი ვიწრო და თხელი ყოფილიყო, რათა ჰაერის წინააღმდეგობა შემცირებულიყო და აეროდინამიკის სპეციალისტებსაც მეტი სამუშაო სივრცე მისცემოდათ.

გარდა ამისა, გადაკეთდა დაკიდების სისტემა, რისი მიზანიც ის იყო, რომ სხვადასხვა ტრასებისთვის, პილოტებს მანქანის მომართვის მეტი დიაპაზონი ჰქონდეთ. საერთო ჯამში, ახალი სარბოლო ავტომობილი, გასული სეზონის SF90-ის საფუძვლიანად მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც პილოტებს, მისი პოტენციალის სრულად ათვისების საშუალებას მისცემს.

დაკიდევ, ბინოტომ ხაზგასმით განაცხადა, რომ სებასტიან ფეტელს და შარლ ლეკლერს ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება მიეცემათ. და ისინი გუნდისგან თანაბარ მხარდაჭერას მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11366