კალათბურთი

11:45 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფილადელფიამ“ „კლიპერსს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„ჰიუსტონმა“ შინ „ბოსტონი“ 116:105 დაამარცხა. პირველი პერიოდი ბოსტონელებმა ორი ქულით მოიგეს, მესამე პერიოდის დასაწყისში ჰიუსტონელები დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ანგარიშით წინ იყვნენ. ჯეიმს ჰარდენმა 42 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. რასელ უესტბრუკს 36 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. „ბოსტონში“ 20 ქულით გორდან ჰეივორდი გამოირჩა.

„ოკლაჰომა“ შინ „სან ანტონიოსთან“ 106:114 დამარცხდა. „სან ანტონიო“ მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი შეხვედრა ოკლაჰომელები მდევრის როლში იყვნენ. კრის პოლმა 31 ქულა ჩააგდო. ოლდრიჯს 25 ქულა 14 მოხსნა მიითვალა.

„კლიპერსმა“ გასვლაზე „ფილადელფიასთან“ 103:110 წააგო. კავაი ლეონარდმა 30 ქულა ჩააგდო. ჯოელ ემბიდის 26 ქულა ჰქონდა. ბენ სიმონსმა სამმაგი დუბლი მიითვალა 26 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. „კლიპერსი“ 37 მოგებით და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

„ფილადელფია“ – „კლიპერსი“ 110:103 (30:22, 24:32, 27:23, 29:26)

https://www.youtube.com/watch?v=MTv2FmDhhDw

„ვაშინგტონი“ – „ჩიკაგო“ 126:114 (36:26, 33:36, 31:20, 26:32)

https://www.youtube.com/watch?v=tC-6hAVeBWQ

„ნიუ ორლეანი“ – „პორტლენდი“ 138:117 (27:36, 36:29, 41:21, 34:31)

https://www.youtube.com/watch?v=8diwc3W-O8w

„ოკლაჰომა“ – „სან ანტონიო“ 106:114 (14:25, 27:24, 36:30, 29:35)

https://www.youtube.com/watch?v=yCc1Xmp7cWs

„ჰიუსტონი“ – „ბოსტონი“ 116:105 (23:19, 24:30, 31:22, 38:34)

https://www.youtube.com/watch?v=0wpkFX_grXw

0.099479