ფეხბურთი

11:24 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რუბინმა" ორი ქართველი პირველი ლიგის გუნდში გაანათხოვრა

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელები ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი კარიერას რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ „როტორში“ გააგრძელებენ. აღნიშნული ინფორმაცია „რუბინის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მიქელთაძე და ყიფიანი „როტორს“ ჯერ კიდევ იანვარში სინჯებზე შეუერთდნენ, ახლა კი, გადაწყდა, რომ რუსულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებენ.

მიქელთაძემ სეზონის პირველ ნახევარში „რუბინში“ 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ყიფიანი მოედანზე მხოლოდ სამჯერ გავიდა.

რაც შეეხება ვოლგოგრადის „როტორს“, პირველ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს, 25 ტურში მოპოვებული 52 ქულით ლიდერია და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

0.166904