ფეხბურთი

22:55 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსი ფეხბურთელი: "საქართველო არც გერმანიაა და არც ჰოლანდია, შანსი თანაბარია"

ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელმა იური კოვალევმა, რომელიც ტულის „არსენალში“ გია გრიგალავას თანაგუნდელია, ერთა ლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კოვალევი მიიჩნევს, რომ ბელარუსთან საქართველო ფავორიტი არაა და მისი გუნდი თბილისში გამარჯვებისთის ითამაშებს.

„ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია 50-50-ზე. საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ არაა ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრები, რომლებიც ჯგუფში გვყავდა და ღირსეულად ვითამაშეთ. ასე, რომ ვეცდებით წინ წავიდეთ“, - თქვა კოვალევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს, თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119702